მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ნაჩო კარიერას სავარაუდოდ, „ალ-იტიჰადში“ გააგრძელებს.
ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და 34 წლის მცველი არაბულ კლუბს უფასოდ შეუერთდება. ნაჩომ ევროპაში დარჩენაზე უარი თვითონ თქვა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურს „რეალს“ უღალატოს.
ნაჩომ მადრიდის „რეალში“ 364 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა. მას „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.