ფეხბურთი

10:01 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “გიბრალტართან განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ”

შოტლანდიასთან ევრო2016-ის მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა “აიბროქსის” მინდორზე სრული მონდომებით ითამაშეს, სასურველი შედეგის მიღწევაში კი გუნდს უმთავრესად ორმა ფაქტორმა შეუშალა ხელი.

“2-3 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გვაკლდა, შოტლანდიის ნაკრების წევრთა უმრავლესობა კი ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობს. შევადაროთ ეს ტურნირი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს – ინგლისის უპირველეს საფეხბურთო საკლუბო ტურნირზე გრიგალისებური ტემპია, საქართველოს ჩემპიონატი მასთან ახლოსაც ვერ მივა. გასვლაზე ძლიერ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია. შოტლანდიას საკუთარი მაყურებელი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენმა ბიჭებმა ურიგოდ არ ითამაშეს, წაგება კი ტრაგედიად არ მიმაჩნია.

მომდევნო მატჩი, პორტუგალიაში, გიბრალტართან გვიწევს. ამ შეხვედრაში განსხვავებულ ტაქტიკას ავირჩევთ და მოწინააღმდეგეს აქტიურად შევუტევთ. გიბრალტარს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, შოტლანდიასთან კი ფეხბურთელებისთვის ამგვარი ამოცანა არ დაგვისახავს”, - განაცხადა ქეცბაიამ გლაზგოში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

0.110189