თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სერია A-ს ფინალში დამარცხდა. ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოსთან“ სერია 1:3 წააგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
გადამწყვეტი მატჩი მილანელებმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ ადვილად, 85:73 მოიგეს. თორნიკეს არ წაუვიდა თამაში, 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
შენგელიამ საკლუბო სეზონი დაასრულა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რატომ იკლებ კომენტარებს?ძაან და კაი ცალ-ცალკე შეგეძლო დაგეწერა და ორი მშვენიერი კომენტარი გამოვიდოდა)
იმედია ორმალურ თამაშს ვნახავთ
მოუთმენლად ველუ ელ კლასიკოს
ძაან კაი