დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ნური შაჰინი გახდება, რომელიც ედინ ტერზიჩს შეცვლის.
თურქს აქამდე მთავარ მწვრთნელად 2021-2023 წლებში „ანტალიასპორში“ აქვს ნამუშევარი, ხოლო 2023 წლიდან „დორტმუნდში“ ტერზიჩის ასისტენტი იყო. ის „ბორუსიას“ კარგად იცნობს, სადაც 2005-2011, 2013-2018 წლებში თამაშობდა.
შაჰინის საფეხბურთო კარიერაში ასევე იყო „ფეიენოორდი“, „რეალი“, „ლივერპული“, „ვერდერი“ და „ანტალიასპორი“.