ფეხბურთი

20:58 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" 30 მილიონად იაპონელი ფეხბურთელი შეიძინა

იაპონიის ნაკრების მცველი ჰიროკი იტო მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტომ „რეკორდმაისტერთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულება კი, 30 მილიონი ევროა, რომელიც „შტუტგარტმა“ მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაში. „შტუტგარტისთვის“ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ამ კლუბის მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა მოუთმენლად ველოდები ახალ თავგადასავალს და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ტიტულების მოგებაში“, - თქვა იაპონელმა ცენტრალურმა მცველმა.

ჰიროკი იტომ 2021-2024 წლებში „შტუტგარტის“ მაისურით 97 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ჯუბილო ივატას“ და „ნაგოიას“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102778