ფეხბურთი

20:11 | 13.06.2024 | ნანახია 554 - ჯერ

მორატა: "ატლეტიკოში" დარჩენა არ შემიძლია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ კლუბს დატოვებს, თუ დარწმუნდება, რომ ის „ატლეტიკოსთვის“ პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„არავისთან მილაპარაკია, მაგრამ თუ ვხედავ, რომ „ატლეტიკოს“ 8 თავდამსხმელის შეძენა სურს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კლუბისთვის პრიორიტეტი არ ვარ. 32 წლის ვხდები, მადრიდში დარჩენა არ შემიძლია თუ არ ვითამაშებ“, - თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფორვარდს ამჟამად ყველაზე აქტიურად „იუვენტუსს“ და „რომას“ უკავშირებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063071