ფეხბურთი

0:25 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესმა შეიძლება პირველ ტურში ვერ ითამაშოს

საფრანგეთის ნაკრების მცველი ტეო ერნანდესი ტრავმირებულია და შესაძლოა, ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიასთან ვერ ითამაშოს.

ტეომ დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რომელიც ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტი ხარისხი უცნობია, რაც სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ავსტრიის გარდა, ნიდერლანდების და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.116573