ფეხბურთი

21:09 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" მეორე გუნდის მწვრთნელი გახდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად ფერნანდო ტორესი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ტორესმა სამწვრთნელო კარიერა სწორედ „ატლეტიკოში“ დაიწყო, სადაც ბოლო სამი წელი 19-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, მაგრამ ახლა დააწინაურეს და B გუნდში იმუშავებს. როგორც „ელ ნინიომ“ აღნიშნა, ის მზად არის ახალი გამოწვევისთვის და სურს, რომ პროგრესი გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2001-2007 და 2015-2018 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128703