რაგბი

18:41 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ცვლილებები ინგლისთან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ინგლისის 20-წლამდელებთან გასამართი მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ექვსი ერის ჩემპიონთან ტესტ-სერიის მეორე შეხვედრა „ავჭალაზე“ 12 ივნისს, 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ, პირველ თამაშში სტუმრებმა 31:7 იმარჯვეს.

რადგან თამაში ამხანაგურია და მიზნად 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს, განაცხადი ამჯერადაც არასტანდარტული იქნება, ოღონდ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 34-ის ნაცვლად 30 მოთამაშე იქნება.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტო 15-ში სამი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა. ლუკა ცირეკიძემ და ლუკა თაყაიშვილმა ფულბეკისა და მგეზავის პოზიციები გაცვალეს. ორი ცვლილებაა ხაზში. შუამარბად თამაშს იწყებს ლუკა კობაური, 9 ნომრის პოზიციაზე კი გიორგი სპანდერაშვილს ვიხილავთ, რომელსაც ინგლისთან არ უთამაშია.

მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა სამი მორაგბე – კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი, მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ხიდეშელი.

მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ინგლისის წინააღმდეგ 7 ივნისს არ უთამაშიათ. ესენი არიან ბაჩუკი ბარათაშვილი, დავით ქუნთელია და შოთა ხელაძე.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა. 18:00

საქართველო – ინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. მურთაზ ცხადაძე (არესი), 5. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), დავით ქუნთელია (პროვანსი), შოთა ხელაძე (ლელო), მათე ღურწკაია (ყოჩები), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

RUGBY.GE

0.122313