ფეხბურთი

10:23 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ ემოციურად ისაუბრა ევრო 2024-ის მოახლოებულ სტარტზე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებს მომავალი ევრო 2024-ის მოლოდინი გაუზიარა.

„ჩვენ კარგად ვართ ცნობილი დაცვითი თამაშითა და კონტრშეტევების უნარით. მაგრამ ახლა ვცვლით მიდგომას. გვინდა, მოთამაშეებმა წინ წავიდნენ და შეწყვიტონ ლოდინი. ჩვენ გვჭირდება პრესინგი, გულდასმით მოზადებული შეტევები და ერთიანობა.

ფეხბურთი მოქნილი თამაშია. ახლა ყველაფერი მოწინააღმდეგის მიერ დატოვებული თავისუფალი ზონების პოვნაზეა დამოკიდებული, რადგან ხაზებს შორის სივრცე აღარ არის. თავისუფალი ადგილი ჩნდება იქ, სადაც სხვა გუნდი ტოვებს ხარვეზებს.

ხანდახან იყენებ განსხვავებულ ფორმირებას ერთსა და იმავე მატჩში. თქვენ იწყებთ სხვაგვარად მოქმედებას, რადგან თამაში დინამიურია. ჩვენ აღარ ვიცავთ იმ მკაცრ შაბლონს, რომლითაც ოდესღაც ადვილად გვცნობდნენ. ფეხბურთი ბევრად უფრო კრეატიული გახდა.

ასეთ სიტუაციებში ყოფნა სამოთხეა. საკმარისად გამოცდილი ვარ, რომ ვიცოდე, დღეს ფეხბურთში ყველა აღმავლობისა და ვარდნის მიუხედავად, შეგიძლია გახდე ნომერ პირველი ან ძალიან ახლოს მიხვიდე გამარჯვებასთან, შემდეგ წუთს კი ბოლოში ჩავარდე.

ეს ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც ჩვენი ჰიმნი ამბობს, „მზად ვართ მოვკვდეთ ამ მატჩებისთვის", - ციტირებს უეფას პრესსამსახური სპალეტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება გეერმანიაში. იტალიის ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115655