თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა პოლონეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ მსაჯზე ძალიან გაბრაზდა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, პოლონელთა მეორე გოლი უსამართლოდ ჩაითვალა და მან ისიც თქვა, რომ შეტევის შესაჩერებლად მოედანზე მეორე ბურთი უნდა შეეგდოთ.
„უსამართლოდ წავაგეთ, მეორე მომენტში მათ აუტი 15 მეტრით წინ ჩააწოდეს და ჩვენი 4 შემტევი ფეხბურთელი ბურთის უკან დარჩა. ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენი შრომა წყალში ჩაიყარა. პირველ გოლზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მეორე გოლს სხვა კომენტარი არ სჭირდება, რადგან ეს წესებით დაცვით გატანილი გოლი არ იყო. ორი აზრი არ არის, რომ მეტი გამჭრიახობა გვმართებს, როცა თამაშის სწორი მომენტები გავიგოთ, მივხვდეთ, როდის არის საჭირო დაცვაში თამაში.
გულწრფელად ვამბობ, რომ გუნდის თამაშზე არ ვნერვიულობ, რადგან გუნდი მომენტებს ქმნის, კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, თუმცა ფაქტია, რომ დასკვნით ფაზაში უნდა გავაუმჯობესოთ. თუმცა პანიკაში არ ვართ, მომენტების შექმნას ვახერხებთ. ნაკრებში ამხანაგური მატჩი არ არსებობს, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ეს ძალიან სასარგებლო თამაში იყო, რომელიც უსამართლო შედეგით დასრულდა, რაც ჩვენი ბრალი საერთოდ არ არის.
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა? მე ვითამაშე, როგორც ფეხბურთელმა და ფინალი წავაგე, ვიგებდით და 95-ე წუთზე გაგვითანაბრეს. მას შემდეგ ბევრი წელი ვოცნებობდი ამ ტურნირზე დაბრუნებაზე. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ოცნებაა ფეხბურთელებისთვის და ასევე მწვრთნელებისთვისაც“, - აღნიშნა მონტელამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, 18 ივნისს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლივლენდი ჰიუსტონი დონე თამაში დაიდო ბრავო ჰარდენი ცოდოა ეს კაცი მარტო რა კაირიმაც ჩაატარა ლავიც მომწონს სან ანტონიოს მარცხს ვერ ჩავწვდი
дევისი, ლილარдი, ჰარдენი дა განსაკუთრებით ვესტბრუკი წალეკავენ ამ სეზონში ყველაფერს. სრული კარტ-ბლანში აქვთ სროლებზე. მაგრამ რაд გინдა? ერთი მერცხლის дა გაზაფხულის ამბავია მაგათი თავის გაგიჟება DDDDDDDDD
რამდენ ბილეთს გააფუჭებდა სან ანტონიო
“კლივლენდი” – “ჰიუსტონი” კარგი თამაში იყო....
კლივლენდი წელსაც ძალიან ძლიერია