ფეხბურთი

1:46 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ინფორმაცია ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. 27 წლის ნახევარმცველს კოჭის დაზიანება აწუხებს და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. რონალდ კუმანი უახლოეს ხანში გადაწყვეტს, ვის გამოიძახებს მის ნაცვლად.

ფრენკი დე იონგს ნიდერლანდების ნაკრებში 54 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიის, საფრანგეთის და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.124537