ფეხბურთი

0:16 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კამათი ფეხბურთელებს შორის გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე

გერმანიის ნაკრების ბანაკში, როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზე არ არის. გერმანული მედია წერს, რომ ვარჯიშზე ანტონიო რიუდიგერმა და ნიკლას ფიულკრუგმა იჩხუბეს.

ორმხრივი თამაშის დროს, ისინი რამდენჯერმე შეკამათდნენ, ბოლოს კი, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ლამის ერთმანეთს ხელით შეეხნენ. საქმეში სამწვრთნელო შტაბის წევრი სანდრო ვაგნერი ჩაერია.

ვარჯიში რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც, ხოლო რიუდიგერს პროცესის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს, მან მზადება მხოლოდ ინდივიდუალურად გააგრძელა.

ჯერჯერობით, გერმანიის საფეხბურთო კავშირში მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

0.11635