ფეხბურთი

15:44 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "კარგი მატჩი იყო, მაგრამ მჯერა, რომ მეტი შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მონტენეგროსთან მატჩის (3:1) შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

„ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე... საუკეთესო ვარიანტია გერმანიაში გამარჯვებული წასვლა. ეს იყო კარგი მატჩი, მაგრამ მჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე მოვიდნენ, ყოველთვის გვიხარია ქართული დროშების დანახვა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123594