ფეხბურთი

12:23 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა კარიერა შესაძლოა საუდის არაბეთში გააგრძელოს

„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი სავარაუდოდ დატოვებს. იტალიური მედია წერს, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ისაა გასარკვევი, თუ სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფეხბურთელი.

ოსიმენით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთიდან ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს, რომელსაც შეიძლება დათანხმდეს და კარიერა არაბეთში გააგრძელოს.

ოსიმენის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის საფასური 130 მილიონი ევროა, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში კი, „ნაპოლის“ მისი შენარჩუნების ბერკეტი აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მანამდე კი „ლილის“, „ვოლფსბურგის“ და „შარლეურას“ წევრი იყო.

0.11749