კარლო ანჩელოტის შვილმა დავიდე ანჩელოტიმ უარი თქვა კარიერის დამოუკიდებლად გაგრძელებაზე და მინიმუმ ერთი წელი „რეალში“ დარჩება.
As-ის ინფორმაციით, დავიდემ „სევილიას“, „ევერტონს“ და რამდენიმე იტალიურ, ასევე, არაბულ კლუბს უარი უთხრა მთავარ მწვრთნელობაზე. მას სურს, რომ ჯერ მამამისთან დარჩეს და ცოდნა გაიღრმაოს.
ასე რომ, დავიდე ანჩელოტი მინიმუმ ერთი წელი ისევ კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია მამა-შვილი ერთად მუშაობენ. მიმდინარე სეზონში დავიდეს დამსახურებები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა.