ფეხბურთი

2:25 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პროსინეჩკი: "პირველი გოლის შემდეგ ვინერვიულეთ, ეს ნორმალურია, საქართველო კარგი ნაკრებია"

მონტენეგროს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია.

„კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ორი მარცხი სექტემბრის მატჩებამდე კარგი საწინდარი არაა. ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც ვიფიქრებდით, განსაკუთრებით ბელგიასთან მეორე ტაიმის მერე. ვცდილობდით ყველა ფეხბურთელი გვენახა და რაღაცები კარგი იყო.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა, ფაზებში გადასვლაში წარმოუდგენლად კარგია, სწრაფად დარბიან და კონტრშეტევაზე კარგად გადადიან, ეს გამოჩნდა პირველ ტაიმში, როცა ორი გოლიც გაგვიტანეს. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით და ნერვიულობა დავიწყეთ, რაც ნორმალურია. მეორე ტაიმი უკეთესი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერში უკეთ ვითამაშებთ. ივნისი ცუდი თვეა, სეზონი ყველასთვის დასრულდა და ყველა ფიქრობს შვებულებაზე, ვნახეთ რაღაცები, რაც კარგი იყო და რაღაცებზე უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა პროსინეჩკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.120159