საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე ტრავმირებულია. მან მუხლის დაზიანება ლუქსემბურგთან ტესტ-მატჩში მიიღო და ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა.
დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა კანადასთან ამხანაგურ შეხვედრას მბაპე ალბათ გამოტოვებს. ფრანგები იმედოვნებენ, რომ კილიანი ევრო 2024-ის პირველი ტურისთვის უკვე მზად იქნება, თუმცა, ეს ყველაფერი მომდევნო დღეებში უნდა გაირკვეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიის, ნიდერლანდების და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.