ძიუდო

18:34 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ოქროს მედალი მადრიდის ღია პირველობაზე
ვლადიმერ ახალკაცმა ვერცხლის მოპოვება შეძლო

მადრიდის ღია პირველობაზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი ფინალში დამარცხდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექაურმა ფინალამდე ბერძენი ათანასიოს მილონელისი, ფრანგები, ლუკას უილე, ტეო ერბიე და სლოვაკი ალექს ბარტო დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგ პოლ ლივოლსის იპონი აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

81 კგ წონით კატეგორიაში ახალკაცმა ესპანელი ინიაკი მერჩანი, გერმანელი იოჰანეს რუდი, უკრაინის სახელით მოასპარეზე ჰიევორჰ მანუკიანი და ფრანგი ტომ ლიბერი დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ არნო არეგბასთან მარცხი განიცადა, შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე იასპარეზეს ალექსანდრე გულბიანმა (81 კგ) და გიორგი ბენდელიანმა (100 კგ), მაგრამ ორივე მათგანმა საწყის ეტაპზე განიცადეს მარცხი და მედლისთვის ვეღარ იბრძოლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11415