ბოლო დღეებში უამრავი სანაკრებო ამხანაგური შეხვედრა იმართება. გუნდები ევრო 2024-ისთვის ბოლო ტესტ-მატჩებს ატარებენ.
რამდენიმე საინტერესო 8ივნისსაც გაიმართა.
ბელგიამ ბრუსელში ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა. დუბლი მიითვალა რომელუ ლუკაკუმ, ერთიც ლეანდრო ტროსარმა დაამატა.
სკანდინავიურ დერბიში დანიამ ნორვეგიას 3:1 სძლია. დანიელთაგან თავი ჰოიბერგმა, ვესტერგორმა და იუსუფ პოულსენმა გამოიჩინეს, ნორვეგიელთაგან, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდმა.
სერბებმა სტუმრად შვედები დაამარცხეს 0:3. გოლები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, ალეკსანდარ მიტროვიჩმა და დუშან ტადიჩმა გაიტანეს.
შვეიცარიამ და ავსტრიამ სენტ გალენში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 1:1. სტუმარმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა უკვე მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ 25-ზე სილვან ვიდმერმა გაათანაბრა და თამაშიც ასე დასრულდა.
დღის გვიან მატჩში ესპანეთმა ჩრდილოეთ ირლანდია 5:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულა „ბარსელონას“ 21 წლის ნახევარმცველმა პედრიმ. თითოც ალვარო მორატამ, ფაბიან რუისმა და მიკელ ოიარსაბალმა გაიტანეს.