„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე არონიკამ განაცხადა, რომ კლუბმა ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც უნდა გაყიდოს, მიღებული ფულით კი, გუნდი ანტონიო კონტეს იდეების შესაბამისად უნდა დააკომპლექტოს.
„კვარას მომავალს ამჟამად პსჟ-ში ვხედავ. 3-5-2 სქემაში ის შეიძლება იყოს მეორე თავდამსხმელი, 3-4-3-ში კი ფლანგზე. თუმცა, არ ვიცი, შემდეგ თუ 100 მილიონის შეთავაზება იქნება, წამსაც არ დავკარგავდი ფიქრში, რადგან ამ ფასად მისი გაყიდვა ოსიმენთან ერთად, „ნაპოლის“ საშუალებას მისცემდა აეშენებინა ახალი გუნდი, რომელიც კონტესთვის იდეალური იქნებოდა“, - თქვა არონიკამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ ქართველით პსჟ ინტერესდება, მაგრამ ბოლო ცნობებით, „ნაპოლი“ მის გაყიდვას არ აპირებს.