ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ კოპა ამერიკისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინელმა სპეციალისტმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:
მეკარეები: სერხიო როშეტი, სანტიაგო მელე, ფრანკო ისრაელი
მცველები: რონალდ არაუხო, ხოსე მარია ხიმენესი, სებასტიან კასერესი, ნიკოოლას მარიშალი, მატიას ოლივერა, ლუკას ოლასა, მატიას ვინა, გულერმო ვარელა
ნახევარმცველები: ნაჰიტან ნანდესი, მანუელ უგარტე, როდრიგო ბენტანკური, ფედერიკო ვალვერდე, ემილიანო მარტინესი, ნიკოლას დე ლა კრუსი, ჯორჯიან დე არასკაეტა, აგუსტინ კანობიო, ბრაიან როდრიგესი, ბრაიან ოკამპო
თავდამსხმელები: ფაკუნდო პელისტრი, მაქსიმილიანო არაუხო, კრისტიან ოლივერა, დარვინ ნუნიესი, ლუის სუარესი
ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე პანამის, ბოლივიის და აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშებს.