კალათბურთი

0:33 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში, "ვირტუსმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

იტალიის სერია A-ს ფინალური სერიის მეორე მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანო“ დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლონიელებმა მეტოქეს ოთხიდან სამ პერიოდში აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს - 72:64. ამ მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიას მიუძღვის, რომელიც მატჩის MVP გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 13-დან 6 ორქულიანი და6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ის ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

სერიაში ანგარიში 1:1-ია, მომდევნო მატჩი კი, 11 ივნისს, მილანში გაიმართება.

0.122589