ფეხბურთი

23:44 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი" არ აპირებს ლუკაკუს გასხვისებას, კლუბს მისი გაყიდვა სურს

ცნობილი გახდა ჩელსის პოზიცია გუნდის თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მომავალთან დაკავშირებით - წერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი ბელგიელს აღარ გაანათხოვრებს და მისთვის 38 მილიონგირვანქიან ტრანსფერისკენ ისწრაფვის, იმ იმედით, რომ ეს ლუკაკუს პოტენციურ მყიდველს, „ნაპოლის“ უფრო მეტად წაახალისებს განიხილოს თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმჰენის გაყიდვის საკითხი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლიმ“ ლუკაკუს ტრანსფერისთვის „ჩელსის“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბელგიელი ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელთანაც ლუკაკუ „ინტერში“ ირჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 31 წლის თავდამსხმელი „რომაში“ იჯარით თამაშობდა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.134045