ფეხბურთი

23:25 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუმ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ფენერბაჰჩეს“ გაწვრთნა

„ფენერბაჰჩეს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება თურქეთის ჩემპიონობის სურვილით ახსნა.

„ამ გუნდის გაწვრთნაზე დავთანხმდი, რადგან ჩემპიონობის მოსაგებად თამაში მომენატრა. „რომაში“ გამარჯვებისთვის ბრძოლა არ გვქონია - ჩემს გამო მაშინ ყველა სხვაგვარად ამბობდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. „რომადან“ წასვლის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. „რომაში“ წარმატებებს მივაღწიეთ ევროპულ შეჯიბრებებში, მაგრამ ჩემპიონობის მოსაგებად ვერ ვიბრძოლეთ.

ნათელია, რომ „ფენერბაჰჩეს“ რთული გზა ექნება ევროთასებზე მაგრამ ჩემპიონატის პერსპექტივაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ბეშიქთაშის,“ „გალათასარაის’ და „ტრაბზონსფორის“ გარდა, ჩვენ ვართ მათ შორის, ვინც ისტორიულად იბრძვის ტიტულისთვის თურქეთის ჩემპიონატში. ეს მაძლევს მოტივაციას. ასეთი არ მომხდარა არც „რომაში“ და არც „ტოტენჰემში“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს O Jogo.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს „ფენერბაჰჩემ“ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტის დანიშვნა გამოაცხადა.

მოურინიოს წინა სამუშაო ადგილი „რომა“ გახლდათ, რომელსაც ის 2021 წლიდან 2024 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა. პორტუგალიელი მწვრთნელის თავკაცობით იტალიურმა კლუბმა კონფერენს ლიგა მოიგო და ევროპა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

0.108627