ფეხბურთი

22:18 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ ახალ სეზონში პირველი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ „რენისა“ და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მცველის ჟანუელ ბელოსიანის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

„ჟანუელ ბელოსიანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას უკვე აქვს საფრანგეთში უმაღლეს დონეზე გამოსვლის გამოცდილება. შეუძლია კარგი გადაცემების შესრულება და შესანიშნავი ფიზიკური ამტანობა აქვს“, - ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი სპორტული დირექტორის სიმონ როლფესის სიტყვებს.

„მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს, ისევე როგორც გულშემატკივრებთან და ლევერკუზენის სტადიონთან შეხვედრას. გუნდის მატჩებს ტელევიზორში ვუყურე და მათი თამაში მართლაც ფანტასტიკური იყო“, - ციტირებს „ბაიერის“ პრესსამსახური ბელოსიანის სიტყვებს.

ბელოსიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117447