ფეხბურთი

21:56 | 8.06.2024 | ნანახია 258 - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები ჩრდილომაკედონიელ თანატოლებს დაუზავდნენ

ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, დღეს, 8 ივნისს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩრდილომაკედონიელ თანატოლებს ამხანაგურად უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.

ქართველი ჭაბუკები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. სტუმრები 78-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მათ შეცვლაზე შესული დარკო სეკოვსი გაუძევეს.

ჩრდილეთ მაკედონელებს ჩვენებურები 10 ივნისს კიდევ შეხვდებიან. ამჯერადაც ამხანაგურად.

შეგახსენებთ, რომ 13-დან, 19 ნოემბრის ჩათვლით, ქართველი 19-წლამდელები შვედეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას. ჯგუფში ჩვენი ნაკრები ნორვეგიას, ესტონეთს და ჯგუფის მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება.

ჩერდილომაკედონიელთა წინააღმდეგ ჩვენებურებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: საური, ნიკოლაიშვილი, ხარებაშვილი (მაშავა 74), შაშიაშვილი (მეხტიევი 83), ტყეშელაშვილი, გოგსაძე (გვასალია 83), გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ფეიქრიშვილი, ბერელიძე (დოლტმურზიევი 74), სამუშია, ოდიკაძე (ჩიქოვანი 59).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.121237