ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში დაშავებული მცველის, ჯონ სტოუნზის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი შესვენებაზე შეცვალეს.
„ვფიქრობთ, კარგად არის, მაგრამ არ გვინდოდა გაგვერისკა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გველოდება", - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Evening Standard.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებები შეხვდნენ. ისლანდიის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს. სლოვენიის, დანიისა და სერბეთის გუნდებთან ერთად.