მონტენეგროს ნაკრების ფეხბურთელმა მარკო ვეშოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოტივირებული არიან, რომ თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
„ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ვიბრძოლოთ და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ იმ ნაკრებებთანაც, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ვინც ითამაშებს, მაქსიმუმს გაიღებს, თუმცა რთული თამაში იქნება“, - თქვა ვეშოვიჩმა.
მატჩამდე კომენტარი გააკეთა მონტენეგროელმა ნახევარმცველმა მარკო ბაკიჩმა:
„საქართველოს ნაკრებს სურს თავისი პოტენციალი ევროპის ჩემპიონატამდეც გამოავლინოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ, ხარისხიანი გუნდია და ბოლომდე დახარჯვა დაგვჭირდება“, - თქვა ბაკიჩმა.
მონტენეგროს და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოსალოდნელი იყო
სათადარიგოებიც დაგეწერათ ბარემ თუ მოგსდევდათ ვინმე უკან?
გველესიანის ამდენი ხნით დაკარგვა ვერ მომინელებია
იმედია ამჯერადაც მიმტყუნებს სიზმარი
ან ფრე იქნება ან 1:4 -ს წავაგებთ,სიზმარი ვნახე,ჩვენი ერთიანი მკაფიოდ ჩანდა აი მათი 1 იყო თუ 4 ვერ გავარჩიე
გოგლიჩიძე და საბა საზონოვი მომავალი დაცვის ხაზი იქნება მთავარია ეხლა ითამაშონ ემპოლიში. ლოჩოშვილის დაყენებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ენდო. მოსალოდნელი შემადგენლობა იყო, პრინციპში არაფერი სიახლე არ არის ამ შემადგენლობაში.
ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ტაქტიკის მხრივ.