„ლევანეტს“, რომლის ღირსებას გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გუნდი ხულიან კალეროს ჩააბარეს, რომელმაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კალერო ბოლოს „კარტახენაში“ მუშაობდა, იქამდე არაერთ გუნდში იყო, მათ შორის, „რაიო მახადაონდაში“ და „ბურგოსში“. კალეხო ასევე იყო ხულიან ლოპეტეგის ასისტენტი „პორტუსა“ და ესპანეთის ნაკრებში.