კალათბურთი

13:25 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა C ლიგის ფინალში აჭარის ნაკრები და მართვე 3 შეხვდებიან

18-წლამდელთა C ლიგის ფინალში აჭარის ნაკრები მართვე-3 შეერკინებიან. ამ გუნდებმა ნახევარფინალური სერიები მოიგეს და ერთმანეთს C ლიგის ჩემპიონობასთან ერთად B ლიგის საგზურისთვის შეერკინებიან. ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც 8 და 12 ივნისს დაგეგმილი ფინალური სერიის მატჩების ჯამში უკეთეს შედეგს დააფიქსირებს.

ნახევარფინალურ სერიაში აჭარის ნაკრებს დიდი ბრძოლა გადახდა, მართვე- 3-მა კი შედარებით იოლად აჯობა მეტოქეს. მართველები ახალციხეს შეხვდნენ, რომლისთვისაც ნახევარფინალში გასვლა არსებობის მანძილზე საუკეთესო შედეგი გახდათ. სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელს აქამდე პლეი ოფშიც კი არ ეთამაშა, ახლა კი ახალციხელებმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხეს, სადაც პირველი მატჩი მართვესთან 56:90 დათმეს და ფაქტობრივად წასაგებად გაიწირნენ.

საპასუხო მატჩში 34 ქულის გაბათილება წარმოუდგენელი ჩანდა და ეს არც მომხდარა. შეხვედრა ფრედ -69:69 დასრულდა და ფინალში მართვე 3 გავიდა. შეგახსენებთ, რომ 2-მატჩიანი საპლეიოფო სერიის დროს, რაც ფიბა-ს წესების ნაწილია, მატჩის ფრედ დასრულება შესაძლებელია. აქ მთავარია 2 მატჩის ჯამი და თუკი თანაბრობა 2 მატჩის ჯამში დაფიქსირდება, ოვერტაიმიც მერეღა ინიშნება.

მეორე ნახევარფინალში აჭარის ნაკრებმა სერიის პირველ მატჩში 67:58 სძლია ორბი 4-ს, თუმცა საპასუხო მატჩში გაუჭირდა. ორბის საკალათბურთო სკოლის წარმომადგენელი მოსაგებად გაიწია და საბოლოოდ ბრძოლაში გამარჯვება აჭარლებს დარჩათ – 74:72.

ფინალურიც და მე-3 ადგილისთვის სერიაც 2-მატჩიანია. შეხვედრები 8 და 12 ივნისს, თბილისი არენაზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118457