როლან გაროსის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევმა კასპერ რუუდი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:2 მოიგო, თუმცა, ამის შემდეგ ზვერევმა მეტოქეს შანსი არ მისცა, სამივე სეტში აჯობა და გერმანელმა 2:6, 6:2, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.
ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ფინალში 9 ივნისს, ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში იტალიელი იანიკ სინერს აჯობა.