ჩოგბურთი

21:06 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა სინერი დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში გავიდა

როლან გაროსის ნახევარფინალში კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.

იტალიელმა თამაში უკეთ დაიწყო, პირველი სეტი ადვილად 6:2 მოიგო, რასაც ალკარასმა ასევე დამაჯერებელი სეტით უპასუხა (6:3) და ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტი ისევ სინერის იყო (6:3), თუმცა ამის შემდეგ ალკარასი უშეცდომოდ ათამაშდა.

ესპანელმა ჯერ მეოთხე სეტი მოიგო 6:4 და წონასწორობა მეორედ აღადგინა, ხოლო გადამწყვეტ სეტში მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ, 2:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 მოიგო. შეხვედრა 4 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

ალკარასის მეტოქე ფინალში კასპერ რუდი ან ალექსანდრ ზვერევი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113846