ფეხბურთი

20:07 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიეზამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს

ფედერიკო კიეზამ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, ამის შანსი დიდია.

კიეზას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, მის განახლებაზე მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული, რადგან კიეზა უფრო მეტ ხელფასს ითხოვს, ვიდრე ტურინელები სთავაზობენ (5 მილიონი).

ამიტომაც, თუ კონტრაქტი არ განახლდება, „იუვე“ მის გაყიდვაზე იფიქრებს, რომ გაისად ის უფასოდ არ დაკარგოს.

იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ფედერიკოს აგენტი „რომას“ უკვე შეხვდა. ინტერესი ასევე არსებობს „ნაპოლიდან“, რადგან ანტონიო კონტეს ის ძალიან მოსწონს. ასევე ახსენეს, "არსენალი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი", თუმცა, მისთვის ბრძოლაში „რომა“ ფავორიტად სახელდება. ტურინელები კიეზას 30-40 მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი.

0.118211