ფეხბურთი

17:20 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისიდან" ანდრეს კარასკო დაითხოვეს

„დინამო თბილისი“ 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. „დინამო” მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დინამო თბილისი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში ორი წრის შემდეგ მხოლოდ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119797