ლონდონის „ჩელსიმ“ „ფულემიდან“ ტოსინ ადარაბიო დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ჩელსი“ უზარმაზარი კლუბია და ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველი, რომ კლუბს დავეხმარები“, - თქვა მან.
„ადარაბიო „მანჩესტერ სიტიში“, „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ბლექბერნში“ თამაშობდა, ხოლო 2020 წლიდან „ფულემის“ ღირსებას იცავდა და 132 მატჩში 5 გოლი გაიტანა.