პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი ირვინგ ლოსანო კარიერას „სან დიეგოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მექსიკელი ამერიკულ კლუბს 2025 წლის თებერვალში შეუერთდება, როდესაც „სან დიეგო“ MLS-ში თამაშს დაიწყებს. მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ირვინგ ლოსანომ გასულ სეზონში პსვ-ს მაისურით 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე მექსიკელი „ნაპოლისა“ და „პაჩუკაში“ თამაშობდა, ხოლო იმავე პსვ-ს ღირსებას 2017-2020 წლებში იცავდა.