ფეხბურთი

21:31 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების უგოლო ფრე ყაზახეთთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართა და ყაზახეთის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა.

რამაზ სვანაძის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა გაუჭირდა. საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

პირველ ტაიმში ყაზახი ფეხბურთელი ავტოგოლთან იყო ახლოს და მეკარემ იხსნა თავისი გუნდი, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრებმა ძელმა იხსნა - სულ ეს იყო.

საბოლოოდ ნულოვანი ფრე ძალიან მოსაწყენ შეხვედრაში, რაც თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი იყო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სექტემბერში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119876