ფეხბურთი

18:40 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ლიგა 1-ის მომდევნო სეზონის პოტენციურ ბომბარდირთა შორის

გამოცემა fotmob-ი წერილს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მომდევნო სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი იქიდან გამომდინარე, რომ კილიან მბაპე ლიგაში უკვე აღარ ითამაშებს.

წყარომ ოთხი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა:

„ბელგიურ „სერენში“ ორი სეზონის შემდეგ მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 23 გოლით და „მეცი“ ლიგა 1-ში გადაიყვანა, სადაც სეზონი 2 გოლით და საგოლე პასით დაიწყო, შემდეგ გადავიდა „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ, სადაც 9 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და იჯარით „მეცში“ დაბრუნდა.

მიქაუტაძე „მეცში“ შურისძიების სურვილით დაბრუნდა, ლიგა 1-ის 17 მატჩში 11 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვაგან გაატარა, „მეცის“ 35 გოლიდან 17-ში უშუალო წვლილი შეიტანა. მან ლამის დატოვა გუნდი ლიგა 1-ში, მაგრამ „სენტ ეტიენთან“ პლეი-ოფში მაინც დამარცხდნენ და მომდევნო სეზონში „მეცი“ ლიგა 2-ში ითამაშებს. „მეცი“ გააქტიურებს 13 მილიონ ევროს მისი გამოსყიდვის პუნქტს და სავარაუდოდ, უფრო დიდ ფასად გაყიდის. „რენი“, „მონაკო“ და „ლიონი“ დაინტერესებული არიან, ერთადერთი შეკითხვაა - როდის გაყიდიან მას, ევროპის ჩემპიონატამდე თუ მას შემდეგ.

მან თავისი უნარები ლიგა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდში და უფრო შედეგიანი უნდა იყოს უფრო ძლიერ გუნდში, სადაც შეტევაში მეტ დროს გაატარებს. მიქაუტაძე დაუნდობელი ფორვარდია, რომელმაც ყოველთვის იცის, სად მივიდეს და სად დაარტყას ბურთი. „აიაქსში“ იმედგაცრუებამ ის კიდევ მოწიფული გახადა, ის არის არაპროგნოზირებადი მოთამაშე, რომელსაც მცველები ყოველთვის წნეხში ჰყავს. მიქაუტაძე ბრილიანტია, რომელიც მზადაა საფრანგეთის დიდ გუნდში გაბრწყინებისთვის“, - წერს fotmob-ი.

მიქაუტაძის გარდა, სიაში არიან ფლორინ ბალოგუნი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ჯონათან დევიდი.

0.113728