ფეხბურთი

12:38 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაუ კუბარსიმ ესპანეთის ნაკრების ისტორია დაწერა

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 17 წლის მცველი პაუ კუბარსი ეროვნული ნაკრების ისტორიაში საგოლე პასის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა - წერს სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta Sport.

წყაროს ცნობით, კუბარსიმ აიოსე პერესს პასი ანდორის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (5:0) 17 წლისა და 135 დღის ასაკში მისცა. მხოლოდ „ბარსელონას“ კიდევ ერთმა მოთამაშემ, ლამინ იამალმა შეასრულა უფრო ახალგაზრდამ საგოლე პასი - 16 წლისა და 257 დღისამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ზე B ჯგუფში ხორვატიასთან, იტალიასთან და ალბანეთთან ერთად ითამაშებს.

0.117037