ფეხბურთი

10:27 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ერთი სტატისტიკური მაჩვენებლით ანრის და ზიდანს აჯობა

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეორე ადგილი დაიკავა საგოლე გადაცემებით - გვამცნობს სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta Sport.

მბაპეს პასი რანდალ კოლო მუანისთვის ლუქსემბურგის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (3:0) კილიანისთვის 27-ე გახლდათ „სამფეროვანთა“ შემადგენლობაში. 25 წლის ფრანგმა ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ტიერი ანრის და ზინედინ ზიდანს აჯობა, რომლებიც 26 საგოლე გადაცემაზე შეჩერდნენ.

საფრანგეთის ნაკრებში მხოლოდ ანტუან გრიზმანს აქვს მეტი საგოლე პასი - 30.

0.123367