ფეხბურთი

0:09 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი: "აბსურდულია, რომ მეორე მეკარე უნდა ვიყო, ძირითადს ვიმსახურებდი"

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში პირველ ნომრობას იმსახურებდა და უჭირს იულიან ნაგელსმანის გადაწყვეტილებასთან შეგუება.

გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარე ევრო 2024-ზე მანუელ ნოიერი იქნება, ტერ შტეგენი კი, ნაწყენია:

„პირდაპირ მითხრეს, რომ ნოიერი ითამაშებდა. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება. რა შემიძლია ახლა გავაკეთო? არაფერი, მაგრამ ამის გადაყლაპვა ადვილი არაა. ვფიქრობ, ვიმსახურებ თამაშს და აბსურდულია, რომ მეორე მეკარე უნდა ვიყო.

მეგონა, რომ პირველი ნომერი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული მომენტია ჩემს კარიერაში. მნიშვნელოვანი მოვლენაა და დამალვას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ბევრი არგუმენტი მაქვს, რომ პირველ ნომრობას ვიმსახურებ. ალბათ, არც მწვრთნელისთვის იყო ადვილი არჩევანი. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ მაქსიმალურად ვივარჯიშო და მზად ვიყო“, - თქვა ტერ შტეგენმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118085