ფეხბურთი

22:46 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი უკვე ავსტრიაშია.

ის საწვრთნელ პროცესში 6 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს. მიქაუტაძე ბოლოა, ვინც ნაკრებს შეუერთდა.

ასე რომ, ხვალიდან ვილი სანიოლის განკარგულებაში შეკრებაზე გამოძახებული 26-ვე ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

0.153566