ATP-ს განახლებულ რეიტინგს სათავეში იანიკ სინერი ჩაუდგება. მას შემდეგ, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსს მეოთხედფინალში ტრავმის გამო გამოეთიშა, იტალიელის გალიდერება გადაწყდა.
სინერი შესანიშნავ ფორმაშია და როლან გაროსზე უკვე ნახევარფინალშია გასული, სადაც ესპანელ კარლოს ალკარასს, რეიტინგის მესამე ნომერს შეხვდება.
ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ იანიკ სინერი პირველი იტალიელია, რომელიც ATP-ს რეიტინგში გალიდერდა.