„ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დაინიშნა და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
46 წლის სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი, მან ტიაგო მოტა შეცვალა, რომელიც სავარაუდოდ, კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
იტალიანო 2021 წლიდან „ფიორენტინას“ ავარჯიშებდა, რომელიც ზედიზედ ორჯერ კონფერენს ლიგის, ხოლო ერთხელ იტალიის თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა, ფლორენციელებმა სამივე ფინალი წააგეს.
„ბოლონიამ“ სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, შესაბამისად, იტალიანოს წინაშე დიდი გამოწვევაა.
ვინჩენცო იტალიანოს მანამდე „ტრაპანი“ და „სპეცია“ გაუწვრთნია, სწორედ ამ უკანასკნელში გაითქვა სახელი, რომელიც ჯერ სერია A-ში გადაიყვანა და მერე იქ ადგილიც შეანარჩუნებინა, პროგრესი კი, „ფიორენტინაში“ გააგრძელა.