ფეხბურთი

16:35 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი თამაშისთვის არ მივდივართ"

პოლონურმა გამოცემა terazpasy-მ ოთარ კაკაბაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბარი შეეხო, როგორც „კრაკოვიას“, ისე ევროპის ჩემპიონატს, სადაც სათამაშოდ საქართველოს ნაკრები ემზადება.

- როგორ გრძნობს თავს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე?

- თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- არა მგონია, ვაჭარბებდე: „კრაკოვიას“ ყველა გულშემატკივარი უზომოდ ბედნიერი იყო, როცა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივე. რთული იყო მოლაპარაკებები და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ „კრაკოვია“ ექსტრაკლასაში დარჩა?

- მოლაპარაკებები 2-3 თვე გაგრძელდა. ჩემთვის ადვილი არ იყო, მაგრამ შევძელით შეთანხმების მიღწევა. ჩემი ოჯახი აქ არის, ადვილი არ იქნებოდა ადგილის შეცვლა. მანამდეც ვთქვი, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობთ და მიხარია, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე.

- კონტრაქტი მწვრთნელმა დავიდ კროჩეკმაც გაახანგრძლივა, როგორ რეაგირებდა გუნდი ამ სიახლეზე?

- ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით, რადგან ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს სეზონი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია.

- რა იქნება „კრაკოვიას“ მიზანი მომდევნო სეზონში?

- რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება, ექსტრაკლასა არის ლიგა, სადაც ყველაფერი შეიძლება. „იაგელონიას“ და „სლასკის“ შედეგებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

- ექსტრაკლასა რომ არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ დამარცხება, ეს უპირატესობად მიგაჩნიათ?

- ჩემი აზრით, ძლიერი ჩემპიონატია, აქ ადვილი მატჩი არ არსებობს. აქ ყველას წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.

- შეგიძლია გვითხრათ, რა მოხდა ბოლო მატჩის შემდეგ?

- „რაკუვთან“ მატჩის შემდეგ კრაკოვი დავტოვე, ავსტრიაში შეკრებაზე წავედი. ამიტომ არ ვიცი, გასახდელში რა მოხდა. მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ ამბებს ვკითხულობ, როგორც სხვები.

- თანაგუნდელებთან ამაზე არ გისაუბრიათ?

არა, დრო ნამდვილად არ მქონდა. როგორც ვთქვი, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვარ და ახლა მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული.

- ნაკრებზეც ვისაუბროთ. რა მოლოდინი გაქვთ ევროპის ჩემპიონატამდე?

- პირველ მატჩს ყველა დიდი აღფრთოვანებით ველოდებით, რადგან ჩვენი მწვრთნელის გარდა ამ ტურნირზე გუნდში არავის აქვს ნათამაშები. გვინდა, რომ ყველა მატჩში ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, აქ მხოლოდ 3 მატჩისთვის არ ჩამოვსულვართ. ამჟამად თურქეთთან მატჩზე ვართ ორიენტირებული.

- საქართველოს მალე უფრო ხშირად ვიხილავთ დიდ ტურნირებზე?

- ასე მგონია, რადგან ძლიერი გუნდია, ბევრი ახალგაზრდა გვყავს, ზოგიერთი ტოპკლუბებში თამაშობენ. გვაქვს პოტენციალი, რომ ვითამაშოთ მსოფლიოს და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.

- ვის წაიყვანდით საქართველოს ნაკრებიდან „კრაკოვიაში“?

- მგონი პასუხი იცით (იცინის - რედ).

- სიურპრიზი არ იქნება?

- არა, კვარას წავიყვანდი და ეს სიურპრიზი არაა (იცინის - რედ).

- ახლა პირიქით: პოლონეთის ნაკრებიდან საქართველოს ნაკრებში ვის აიყვანდით?

- რა თქმა უნდა, ლევანდოვსკის.

0.132433