ფეხბურთი

14:55 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა

თურქეთის ნაკრების მცველი ოზან კაბაკი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადასტურდა.

კაბაკს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, შესაბამისად, კარგა ხნით უქმობა მოუწევს. ის განაცხადიდან უკვე ამოიღეს.

ოზანმა ტრავმა იტალიასთან მატჩის 39-ე წუთზე მატეო რეტეგისთან შეჯახებისას მიიღო, მოედნიდან კი საკაცით გაიყვანეს.

ჩაღლარ სოიონჯუს და ენეს იუნალის შემდეგ ოზან კაბაკი მესამე ფეხბურთელია, რომელიც თურქეთს ევრო 2024-სთვის სამზადისის პერიოდში გამოაკლდა. „ჰოფენჰაიმის“ მცველს ეროვნულ ნაკრებში 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122474