ფეხბურთი

14:40 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე და დე ლაურენტისი: "ნაპოლის" ისტორიაში ახალი თავი გაიხსნა"

ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ მხარეებმა კომენტარი გააკეთეს.

აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ „ნაპოლის“ ისტორიაში ახალი თავი იხსნება.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელია, ის ტოპ-მწვრთნელია. ლიდერი, რომლის ხელმძღვანელობით დარწმუნებული ვარ, რომ ციკლის დასრულების შემდეგ, რომელმაც შარშან სკუდეტოს მოგებამდე მიგვიყვანა, ხელახალი საფუძველი ჩაიყრება. იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე მრავალი სეზონის განმავლობაში ყოფნის შემდეგ დღეს „ნაპოლის“ ისტორიაში ახალი თავი იხსნება“, - თქვა დე ლაურენტისმა.

„ნეაპოლი“ მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი ფეხბურთში. ბედნიერი და აღტაცებული ვარ, რომ „აძურის“ მწვრთნელი გავხდი. მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ: მაქსიმუმს გავაკეთებ კლუბის და გუნდის გასაზრდელად, ჩემს სტაფთან ერთად საქმეში მაქსიმალურად ჩართული ვიქნები“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტეს „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსიში“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. მან ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.

0.123139