ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კონტრაქტის დეტალები ცნობილია, იგი სამწლიანია და ხელფასის სახით კონტე სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც შედეგებიდან გამომდინარე ბონუსებიც დაემატება.
ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელია თუ „ნაპოლის“ არ დატოვებს, კონტეს ხელმძღვანელობით თამაში მოუწევს. ცნობილია ისიც, რომ იტალიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე რომელუ ლუკაკუ და „ტორინოს“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო იქნებიან.
ანტონიო კონტეს „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსიში“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. მან ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.