ფეხბურთი

10:27 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიის ნაკრებთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

„ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია. ეს არის ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც თურქეთი ითამაშებს, წინა ორში ჯგუფიდან ვერ გავიდა. მე მიჩვეული ვარ დიდ ოცნებებს, მაგრამ პატარა ნაბიჯების გადადგმასაც. ამიტომ, ჩვენი პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

საბოლოო შემადგენლობის შერჩევისას გადამწყვეტი იქნება ცალკეული მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა და ცოტა გამოცდილებაც. ვწუხვარ კაბაკის ტრავმის გამო, ეს ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ მომენტში. იმედი მაქვს, რომ მძიმე დაზიანება არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ განცდები დადებითი არაა“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 18 ივნისს, დორტმუნდში, სწორედ თურქეთის ნაკრებს შეხვდება.

0.119817